ირაკლი კოვზანაძე უმრავლესობის დეპუტატების კანონპროექტის შეფასებისგან თავს იკავებს

ირაკლი კოვზანაძე უმრავლესობის დეპუტატების კანონპროექტის შეფასებისგან თავს იკავებს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საპარლამენტოს უმრავლესობის ხუთი დეპუტატის (პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ზარქუა, გოგი მეშველიანი, რიმა ბერაძე და ანტონ ობოლაშვილი) ინიციატივით და ავტორობით მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

საქმე ეხება საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკში უნდა დაემატოს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც მსგავსად დანარჩენი ვიცე-პრეზიდენტებისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივას ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან კრიტიკული კითხვები მოჰყვა. გარდა ამისა, „ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტის მიმართ საკმაოდ შენიშვნები ჰქონდა ეროვნულ ბანკსაც. შედეგად, საკანონმდებლო ინიციატივას კენჭი უყარეს, მაგრამ იმ დათქმით, რომ დამატებით ახალი – პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი არ გაჩნდება და სებ-ის პრეზიდენტი არსებული სამი ვიცე-პრეზიდენტიდან (არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა) ერთ-ერთს პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დანიშნავს.

აღსანიშნია, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი კოვზანაძემ არც დაწყებისას და არც სხდომის შემდეგ, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით არც კითხვა დასვა და არც შეაფასა; ის მხოლოდ პროცედურის აღწერით შემოიფარგლა.

– საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს აღნიშნული კანონ-პროექტის განხილვა ბიუროს სხდომაზე დაგვევალა. კანონპროექტს ჰყავს თავისი ავტორები. დღეს მათ მოვუსმინეთ. ასევე ორგანიზება გავუკეთე, რომ დღეს აქ თავისი პოზიციით ეროვნული ბანკი ყოფილიყო წარმოდგენილი; აქ იყო საბანკო ასოციაციაც. ყველა მხარე იყო წარმოდგენილი… ვისაც ჰქონდა სურვილი, ყველას არგუმენტი მოვისმინეთ. გარკვეული პოზიციების შეჯერება ხდება… ჩემი ამოცანა იყო, რომ ყველას ჰქონოდა შესაძლებლობა, დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია.

– კომიტეტის სხდომის შემდეგ, თქვენ ყოველთვის ამბობთ დასკვნით სიტყვას, დღეს რატომ არ თქვით არაფერი?

– კანონპროექტს ჰყავს თავისი ავტორები.

მსგავსი სიახლეები

საპენსიო სააგენტოს აქტივებმა 5 მილიარდს გადააჭარბა

საპენსიო სააგენტოს აქტივებმა 5 მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს საპენსიო სააგენტოს ატქივებმა დღეს 5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეს თანხა წარმოადგენს 1.3 მილიონი ადამიანის საპენსიო დანაზოგს, რაც ერთ მონაწილეზე საშუალოდ…
რამდენი ადამიანი მუშაობს სებ-ში და რა არის სახელფასო ხარჯები – წლიური ანგარიში

რამდენი ადამიანი მუშაობს სებ-ში და რა არის სახელფასო ხარჯები…

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, ეროვნულ ბანკში საზედამხედველო/მომხმარებელთა დაცვის მიმართულებების გაფართოების პარალელურად, იზრდება მასში დასაქმებულ…
რუსული ნავთობი ევროპაში თურქეთის გავლით ხვდება. კრემლის მოგება – $3 მლრდ – POLITICO

რუსული ნავთობი ევროპაში თურქეთის გავლით ხვდება. კრემლის მოგება –…

ახალი კვლევის თანახმად, დასავლური სანქციების შემდეგ, რუსული ნავთობი ევროკავშირის ქვეყნებში, თურქეთის გავლით, შენიღბული ტვირთის სახით ხვდება. “გასული წლის მაისში თურქეთის სამხრეთით, სირიის საზღვრიდან…